საერთაშორისო კონკურსში საჩხერელმა მხატვრებმა წარმატება მოიპოვეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ბავშვთა ნამუშევრების საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, რომელშიც საჩხერის სოსო წერეთლის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა.

ბრინჯაოს მედლითა და საპატიო დიპლომით გოგა აბრამიშვილი (პედაგოგი იზა კუპატაძე) დაჯილდოვდა. საპატიო დიპლომები გადაეცათ აგრეთვე მარიამ კაპანაძეს, ნიკოლოზ ქველაძეს, ვასო იაკობაშვილს და მარი გუდაძეს.

აღნიშნულ კონკურსში მსოფლიოს 49 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.