სარვამარტო კონცერტში ბავშვებთან ერთად დედებიც მონაწილეობდნენ

საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საბავშვო-საესტრადო სტუდია "ათინათი"-ს კონცერტი გაიმართა. 

კონცერტი ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა სტუდიის მოსწავლეებთან ერთად დედებმაც მიიღეს.

ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ ღონისძიებები გაიმართა აგრეთვე 5 და 6 მარტს. მონაწილეებმა ხალხური.და სამეჯლისო ქორეოგრაფია და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.