#საყრდენი-კედლის-მშენებლობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქალაქ საჩხერეში საფეხმავლო ხიდის ქვემოთ (ე.წ. ბამბეულის დასახლების მიმდებარედ) მდინარე ყვირილის ნაპირსამაგრ სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ძირითადი სამუშაო საფეხმავლო ხიდის ქვემოთ აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ მდინარე ყვირილის რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედლის მოწყობაა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.