#მოქალაქეთა-სამსახურში-საჩხერის-მუნიციპალიტეტის-მერია

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მოქალაქეთა განცხადებებს პერმამენტულად განიხილავს. ჯგუფი, რომელიც მოქალაქეთა დასახმარებლად სოციალური დახმარებების გამოყოფას უზრუნველყოფს, პერმამენტულად იკრიბება. ამჯერად მათ 41 ბენეფიციარის განცხადება განიხილეს და 17 558 ლარი გამოჰყო. ოქმი N15-ის მიხედვით: ავადმყოფთა სოციალურის დაცვის მუხლით გაიცა 16021 ლარი, დაკმაყოფილდა 32 ბენეფიციარი; ეპილეფსიის პროგრამაში ჩაერთო 2 ბენეფიციარი; მე-4 და მეტი შვილის დახმარების მუხლიდან გაიცა ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით; დაფინანსდა 2 სტუდენტი 837 ლარით; დაკმაყოფილდა 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქის მოთხოვნა-გამოიყო 300 ლარი; 1 ვეტერანს მიეცა 200 ლარი; უფასო სადილს მიიღებს კიდევ ერთი ბენეფიციარი.