კულტურის ცენტრში საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა

ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა, რომელიც გაზაფხულის დადგომას მიეძღვნა.
ღონისძიებაში კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
კონცერტის დასასრულს რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ ანსამბლ "სამეფო"-ს სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო დეკანოიძეს ლაურეატის წოდება მიულოცა, აღნიშნული ჯილდო ანსამბლმა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საგაზაფხულო გალა-კონცერტზე მიიღო.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.