პროექტ "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო"-ს წარდგენა გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში პროექტ "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019"-ის წარდგენა გაიმართა.

წარდგენას ჯილდოს წინა წლების ორი ნომინანტი, საუკეთესო ათეულისა და ხუთეულის წევრები - ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მაია ტყემალაძე და ელისო აბრამიშვილი უძღვებოდნენ.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" წელს მესამედ ტარდება, მისი მიზანი აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაცია და წარმატებული პედაგოგის გამოვლენაა. გამარჯვებული ჯილდოს სახით 10 000 ლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" დაწესდა კოალიციის "განათლება ყველასათვის" ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, ჯილდოს მხარდამჭერია განათლების სამინისტრო, ხოლო გენერალური სპონსორი "გუდავაძე-პატარკაციშვილის" ფონდი.