დაფინანსება კიდევ ოთხმა პროექტმა მიიღო

#საჩხერე2018

#უკეთესიინფრასტრუქტურა

დაფინანსება უკვე მიღებულია და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია 4 ინფრასტრუქტურულ პროექტზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს: 1.სოფელ ცხომარეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, 2. სოფელ ცხამში ეთო-ეხვევის უბნიდან მეფრინველეობის ფაბრიკისაკენ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, 3. სოფელ მერჯევში მემორიალიდან ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია, 4. ქ. საჩხერეში დარჩენილ უბნებსა და ჩიხებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.