გაღმამთაში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გაღმამთის უბანში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რკინა-ბეტონის საფარი 1 600 მ სიგრძეზე მოეწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, საკრებულოში სარეკის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა ერეკლე ჭიღლაძემ და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მოინახულეს.