დავამარცხოთტუბერკულოზი

24 მარტს მსოფიოში ტუბერკულოზის დღეს აღნიშნავენ. საჩხერის წითელის ჯვრის რაიონულმა ორგანიზაციამ ამ დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა. ნახსენები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ფალავანდიშვილმა წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად საინფორმაციო ცნობარები ადგილობრივი თვითთმართველობისა და საჩხერის საგანმანათლებლო რესუსცენტრის წარმომადგენლებს დაურიგეს. აქციის მიზანი ტუბერკულოზის დროულად დიაგნოსტირება და მოქმედებაა, რომლის სლოგანია „მსოფლიო ტუბერკულოზის გარეშე“!