გაღმა მთის უბანში გზაზე ბეტონის დაგება დაიწყო

#ინფრასტრუქტურა2019

#გზაყველასოფელს

სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გაღმამთის უბანში ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რკინა-ბეტონის საფარი 1 600 მ სიგრძეზე მოეწყობა.  დაფინანსების წყარო  რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტია.

ამ ეტაპზე დაიწყო ბეტონის დაგება. მიმდინარე სამუშაო პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.