აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერების კონკურსი დასრულდა

საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერების კონკურსი დასრულდა.

კონკურსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტის 8 სკოლა მონაწილეობდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით გრან-პრის მფლობელი სხვიტორის საჯარო სკოლა გახდა, I ადგილზე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ, II და III ადგილის მფლობელები კი აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლისა და შოთა რუსთაველის სახელობის N3 საჯარო სკოლის მომღერალთა გუნდები გახდნენ.

გამარჯვებულებს ორგანიზატორისგან დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.