საქართველოს პირველი პრეზიდენტის გახსენება

#არდავიწყებაგმირებს

#ესჩვენიისტორიაა

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია გაიხსენეს დღეს საჩხერეში. მისი დაბადების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის ანსამბლმა ,,ჩანამღერმა“ წარმოადგინა პრეზიდენტის სახელობის სანაპიროს სკვერში. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს პრეზიდენტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.