პროექტების-მონიტორინგი -ახალი-კულტურის-სახლი-არგვეთს!

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ არგვეთში იმყოფებოდა. მათ აქ კულტურის სახლის მშენებლობის საწყისი სამუშაოები დაათვალიერეს. მოგეხსენებათ, რომ არგვეთის კულტურის სახლის შენობა ამორტიზებული იყო. 2016 წელს მოხდა შენობის დანგრევა. ამ დროისთვის ტერიტორიის გაწმენდითი და საფუძვლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია, მიმდინარე წელს დასრულდება პირველი ეტაპი.