ჩვენ ვითვლით ვაფასებთ და ვეხმარებით

ძლიერი ქარის შედეგად საჩხერის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის სახურავები დაზიანდა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია სოფლებში ბაჯითსა და დუნთაში იმყოფებოდნენ. სოფელ ბაჯითში მათ ზურაბ ცაბაძის სახლი მოინახულეს, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა. ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ სოფელ დუნთაშიც, სადაც ალექსანდრე თოდაძის საცხოვრებელი სახლი დაათვალიერეს; აღნიშნულსაც სახურავი ჰქონდა დაზიანებული. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ზარალი შეაფასეს, პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს. იმავე დღეს მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ ლიჩში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ლიჩში მიხეილ ხარაიშვილის საცხოვრებელი მოინახულა, რომელიც სტიქიის შედეგად მთლიანად დაიწვა. როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე ჭიხორია აცხადებს აღნიშნულ პიროვნებას მერია დაეხმარება სამშენებლო მასალით.