განვითარებული სოფელი

სოფელ ლიჩში მდინარე ღოდორულაზე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპის შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. აღნიშნული ხიდი მოსახლეობის მოთხოვნით კეთდება და უახლოეს ხანში დასრულდება. ასევე მოსახლეობის მოთხოვნით მიმდინარეობს ხიდის მშენებლობა, სოფელ ზედა ორღულშიც მდინარე ლესერაზე.