მერია ხალხის სამსახურში

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მოსახლეობის დახმარებას. მერიაში შემოსულ განცხადებებს, სადაც ბენეფიციარები სხვადასხვა კატეგორიის დახმარებას ითხოვენ, კომისია განიხილავს. აღნიშნული ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა კომპეტენციის მქონე მერიის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, დახმარებების გაცემას შესაბამის დებულების მიხედვით უზრუნველყოფს. სხდომები იმართება გეგმისამებრ ყოველკვირეულად, საჭიროებისამებრ კვირაში რამოდენიმეჯერ. ამჯერად კომისია დაეხმარა 47 ბენეფიციარს და მათზე გამოჰყო 18865,49 ლარი. ოქმი N20-ის მიხედვით აღნიშნული დახმარებები გაიცა შემდეგი მუხლებიდან: ავადმყოფთა სოციალური დაცვა - 41 განცხადება-15 570,49 ლარი; განსაკუთრებული შემთხვევები -3 განცხადება -2795 ლარი; მე-4 და მეტი შვილი - 1 განცხადება -200 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - 2 განცხადება - 300 ლარი; კომისიამ სულ 50 წერილობითი მოთხოვნა განიხილა.