შენ სისხლო ჩემო

მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დეკლამატორთა კონკურსი "შენ სისხლო ჩემო" დასრულდა. მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტი ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება და მასში, საჩხერის სხვადასხვა საჯარო სკოლების 135 მოსწავლე მონაწილეობენ. მოსწავლეებმა მუხრან მაჭავარიანის ლექსები წაიკითხეს. ბავშვები ჟიურიმ ქულათა სისტემით შეაფასა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2 კატეგორიაში: 8-დან 12 წლამდე და 13-დან 18 წლამდე. 8-დან 12 წლამდე კატეგორიაში 1-ლი ადგილი დაიკავა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მე-2 ადგილი სხვიტორის სააჯრო სკოლის მოსწავლემ, ხოლო მე-3 ადგილი გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ. 13-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებში 1-ლი ადგილი კორბოულის, მე-2 ადგილი არგვეთის, ხოლო მე-3 ადგილი კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს.