ბათუმში 17 წლამდელთა საქართველოს პირველობა დასრულდა

ბათუმში 17 წლამდე ჭაბუკ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც საქართველოს 14 მუნიციპალიტეტის 120-მდე ძალოსანი მონაწილეობდა.

გამარჯვებულები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საჩხერელმა ძალოსნებმა შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები 4 წონით კატეგორიაში დაიკავეს:

89 კგ.
III ადგილი - დავით ბერიშვილი - 114-140-254;
96 კგ.
I ადგილი - გიორგი კირვალიძე - 107-127-234;
III ადგილი - ნიკოლოზ სამყურაშვილი - 91-105-196;
102 კგ.
II ადგილი - დავით მაქაძე - 75-95-170;
+102 კგ.
III ადგილი - ზურაბ დეკანოიძე - 72-95-167;

შეგახსენებთ, რომ ბათუმი ევროპის 2019 წლის სპორტულ ქალაქად დასახელდა. 6-13 აპრილს კი ბათუმის სპორტის სასახლე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.