მერია ხალხის სამსახურში

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში 3 აპრილს სხდომა გაიმართა. კომისიამ 41 მოქალაქის განცხადება განიხილა და მათ დასახმარებლად 13 669 ლარი გამოჰყო. დახმარებები ზემოთნახსენები სამსხურის დებულების მიხედვით გადანაწილდა.

ავადმყოფთა სოციალური დაცვა - 35 განცხადება -12,550 ლარი

განსაკუთრებული შემთხვევები - 1 განცხადება -669 ლარი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება -2 წერილობითი მოთხოვნა -300 ლარი

მარჩენალ დაკარგულთა სოციალური დაცვა -1 წერილობითი მოთხოვნა -150 ლარი

არაგეგმიური სხდომა გაიმართა ასევე 8 აპრილს. ჯგუფის წევრებმა 2 მოქალაქის განცხადება განიხილეს. მათთვის ბიუჯეტიდან 1250 ლარი გამოიყო.