კონკურსი ,,ქართული ხელნაწერი“

#დედაენისდღე

#წერექართულად

დედაენის დღეს მიეძღვნა კალიგრაფიის კონკურსი ,,ქართული ხელნაწერი“, რომლის მასპინძელი და მხარდამჭერი აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი იყო. კონკურსი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა. საუკეთესო კალიგრაფიულ ნაშრომში გამარჯვებულები გამოვლინდენენ: პირველი ადგილი მახათაურის სკოლის მოსწავლეს გიორგი აბესაძეს ერგო, მეორე ადგილი-მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს გიორგი კუჭაშვილს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გორისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ შეყლაშვილი გახდა, მათ დიპლომები და  საჩუქრები გადაეცათ. კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს: მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნინო კიპაროიძესა და ელენე ფალავანდიშვილს, ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ გულიტაშვილს და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს ქრისტინე ჭიტაძეს, ასევე, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები ჟიურის წევრებმა გადასცეს. კონკურსი ,,ქართული ხელნაწერი“ ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და დედაენის დღეს ეძღვნება.

#გვიყვარდესენაქართული