ტურნეს ფარგლებში საჩხერემ ვაჟა აზარაშვილს უმასპინძლა

 

საჩხერეში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კონცერტი ტურნეს ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში მომღერალი ზურაბ კობეშავიძე, ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლი "განთიადი", საფორტეპიანო ანსამბლი, სასიმღერო სტუდია "არტისტი", ასევე კულტურის ცენტრისა და დავით თორაძის სახელობის საჩხერის სამუსიკო სკოლის ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

კონცერტს კომპოზიტორის თაყვანისმცემლები - თვითმმართველობის წევრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.