სკვერებში მარადმწვანე ჯიშის ხეების და ვარდის ნერგები დაირგო

საჩხერის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქციები გრძელდება.

ა.ი.პ. "ზურმუხტი"-ს წარმომადგენლებმა მარადმწვანე ჯიშის ხეებისა და ვარდის ნერგები აკაკი წერეთლის სახელობის სკვერში, მუხრანის სკვერში, ბათუმის სკვერში, პაოლო იაშვილის სახელობის სკვერში, მერაბ კოსტავას სკვერში, მაგთის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის სკვერში დარგეს, ხოლო უახლოეს დღეებში დავით აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთი და სამუსიკო სკოლის ეზო გამწვანდება.