მუხრან მაჭავარიანის იუბილესადმი მიძღვნილი კონკურსი დასრულდა

#საჩხერის_მუნიციპალიტეტი
#მუხრანი_90

საჩხერის მუნიციპალიტეტში მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი დეკლამატორთა რეგიონული კონკურსი დასრულდა.

საფინალო ღონისძიება და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სოფელ არგვეთში, პოეტის სახლ-მუზეუმში გაიმართა. კონკურსში შვიდი მუნიციპალიტეტის ცამეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჟიურიმ გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოავლინა. 8-დან 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულებად დასახელდნენ: 
I ადგილი - გიორგი ხურციძე (ვანის მუნიციპალიტეტი);
II ადგილი - ილია ხანთაძე (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი);
III ადგილი - გიორგი წითლაშვილი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი);

ხოლო 13-დან 18 წლის ასაკის კონკურსანტებში ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - გიორგი იობიძე (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი);
II ადგილი - ნატა მაქაძე (საჩხერის მუნიციპალიტეტი);
III გიორგი ხვედელიძე (ჭიათურის მუნიციპალიტეტი);

გამარჯვებულებს დიპლომები, წიგნები და საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული სუვერინები თვითმმართველობის პირველი პირებისგან. ასევე მაჟორიტარი დეპუტატისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმისგან გადაეცათ.