ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი

#საჩხერე2019 #ინფრასტრუქტურა2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და მოადგილე ბესიკ გოფოძე საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, სტუმრებთან და თანმხლებ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ციხე მოდინახისკენ მიმავალი საავტომობილო გზა, თვით ციხე მოდინახე, გაღმა მთის უბანში მიმდინარე 1600 მეტრზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის, ქ. საჩხერეში წმინდა დოსითეოს წერეთლის, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ონის იმერეთი-რაჭის გზის დამაკავშირებული საავტომობილო გზის მშენებლობა და ჯრუჭის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. ამ დროისთვის ყველა პროექტი წარმატებით ხორციელდება და დასრულდება განსაზღვრულ ვადებში.