მერიამ 56 მოქალაქის დასახმარებლად კიდევ 25 517 ლარი გამოჰყო

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს. მოქმედი დებულების მიხედვით, რომელიც მოქალაქეების სოციალურ უზრუნველყოფას კატეგორიების მიხედვით განსაზღვრავს, ამჯერად გაიცა 25 517 ლარი. აღნიშნული თანხით მოხდა 56 ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ოქმი N30-ის მიხედვით ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლით გაიცა 16 428 ლარი-დაკმაყოფილდა 39 მოქალაქის განცხადება; განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით გაიცა 6 050 ლარი, დაკმაყოფილდა 9 მოქალაქე; 9 მაისთან დაკავშირებით 6 ვეტერანს გადაეცათ 500 ლარი რაც ჯამურად 3000 ლარს შეადგენს; ეპილეფსიით დაავადებულთა დახმარების პროგრამაში ჩაისვა 1 მოქალაქე. კომისიამ სულ განიხილა 57 მოქალაქის განცხადება, დადებითად გადაწყვიტა 56.

 

 

City Hall of Sachkhere Municipality continues to help the population. According to the current regulation, which determines the social security of the citizens according to categories, this time 25,517 GEL was issued. This amount was satisfied with the request of 56 beneficiaries. According to the protocol N30, 16 428 GEL was issued by the Social Protection of the Patients with the Statement of 39 Citizens; 6 050 GEL were issued by special cases, 9 citizens were satisfied; On May 9, 6 veterans were awarded GEL 500, which totals 3000 GEL; 1 Citizen is included in the program of epilepsy patients. The Commission has examined the total of 57 citizens, positively decided 56.