ჩვენ გვახსოვს გმირები

ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი საჩხერეშიც აღინიშნა. საჩხერის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ კორბოულში ე.წ. ჩიჩინას გორაზე იმყოფებოდნენ. გვირგვინით შეიმკო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ხალხური სიმღერები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს საჩხერის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჩანამღერმა“. ღონისძიებას ვეტერანი ნოე ხარაიშვილი ესწრებოდა. მან ომის დროინდელი მოვლენები გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას დღევანდელი ღონისძიების მოწყობისა და ომის ვეტერენების დაფასებისათვის. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, მის მოადგილეებთან ოთარ ომიაძესთან და კობა ქიმაძესთან ერთად სოფელ კორბოულში, ქორეთსა და პერევში სამამულო ომის მონაწილეები სახლებში მოინახულეს და სასაჩუქრე ნობათი გადასცეს. აღსანიშნავია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში ამჟამად 6 ვეტერანი ცხოვრობს. ესენია: არტემ ტოროშელიძე, მიხეილ კაპანაძე, უშანგი მეგრელიშვილი, პავლე კიპაროიძე, შალვა ხატელიშვილი, ნოე ხარაიშვილი. თითოეულ მათგანს ადგილობრივი თვითმმმართველობისგან გადაეცათ500 ლარი, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება მათ 600 ლარს გადასცემს.

 

The 74th anniversary of the victory over fascism was celebrated in Sachkhere. Officials from Sachkhere Municipality in the village of Korbouli Chichina was on the hill. Wrecked the memorial of the fallen heroes in World War II. Folk songs were performed and the poems were read by Folk Ensemble "Chanagger" at Sachkhere David Toradze Musical School. The veteran Noe Kharaishvili was attending the event. He remembered the events of the war and thanked the local authorities for the setting up of today's event and war veterans. Benjamin Palavandishvili, the mayor of Sachkhere Municipality, along with his deputies Otar Omiadze and Koba Kimadze, visited the villages of Corbouli, Korya and Perevi and visited the homes of homosexual warriors and handed them the gift of gift. It is noteworthy that there are 6 veterans living in Sachkhere municipality. These include: Artem Toroshelidze, Mikheil Kapanadze, Ushangi Megrelishvili, Pavle Kiparoidze, Shalva Khatelishvili, Noe Kharaishvili. Each of them has been transferred from local self-government to 500 GEL and central government will pay them 600 GEL.