საბავშვო თეატრმა "თე-არტი" პრემიერა გამართა

საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საბავშვო თეატრმა "თე-არტი" პრემიერა გამართა.

სპექტაკლი "იმერელი აზნაურები" დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით თეატრის რეჟისორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ფიქრია ლომიძემ პატარა მსახიობებთან ერთად დადგა.

საბავშვო თეატრი "თე-არტი" თეატრალური წრე-სტუდიის ბაზაზე წელს შეიქმნა და მაყურებელს უკვე ორი სპექტაკლი აჩვენა, მესამე პრემიერას კი - ვაჟა-ფშაველას "ტყის კომედია"-ს - მაყურებელი 31 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში იხილავს.