2017-2018 წლის მედალოსანთა დაჯილდოება გაიმართა

საჩხერის კინოს სახლმა მოსწავლეთა მე-3 რაიონულ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემა ქართული ფასეულობების, ტრადიციების ევროპასთან ინტეგრაცია იყო. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე გააკეთეს წარდგინება. გაიმართა 2017-2018 წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოებაც. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, საჩხერის საგანმანათლეობლო რესუსცენტრის ხელმძღვანელთან ცისმარი მაჭარაშვილთან და ჟურნალი „მეციხოვნე“-ს წარმომადგენელთან ზაირა მიქაცაძესთან ერთად კურსდამთავრებულები მედლებით დააჯილდოვეს. ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცა 47 ახალგაზრდას, აქედან 18 იყო ვერცხლის მედალოსანი ხოლო 29 ოქროს მედალოსანი. მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ ტრიბუნა  საჩხერის სხვადასხვა სკოლი პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დაიკავეს. საინტერესო პრეზენტაციების შემდგომ მაყურებლის წინაშე  პატარა ლუკა ტოროშელიძე გამოვიდა, რომლის პატრიოტულმა წერილმა სრულიად საქართველო შეძრა. მან კიდევ ერთხელ წაიკითხა ეს წერილი და აუდიტორიისგან დამსახურებული აპლოდისმენტებიც მიიღო. ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

The Sachkhere Cinema House hosted the 3rd regional conference of pupils. The topic of the conference was the integration of Georgian values ​​and traditions with Europe. The students made a presentation on this topic. Graduates were awarded in 2017-2018. Benjamin Palavandishvili, Sachkhere Municipality, Tsisari Macharashvili, head of Sachkhere Educational Resource Center and Zaira Mikadzeadze, journalist of "Magikovnoe" awarded the graduates with medals. Gold and silver medals were handed out to 47 young people, out of which 18 were silver medalists and 29 gold medals. Following the awarding of the medals, the teachers and pupils of Sachkhere schools were holding the tribune. After interesting presentations, little Luke Toroshelidze came out, whose patriotic letter was shaken by Georgia. He read it again and received applause from the audience. Representatives of Sachkhere Municipality Self-Government and Georgian Veterans Department attended the event.