საჩხერეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

#26მაისი #საჩხერის_მუნიციპალიტეტი #ესდღეჩვენია #გააზიარე_ცოდნა საჩხერის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი - სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჯარისკაცებთან ერთად პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები. მერაბ კოსტავას სკვერში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში საჩხერის კინოს სახლში ქართული მხატვრული ფილმის ,,ექვთიმე ღვთისკაცი“-ს ჩვენება გაიმართა, სოსო წერეთლის სახელობის საჩხერის სამხატვრო სკოლაში კი ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

# 26 May # Sachkhere_municipality # Today's Day #Day to Know in Independence Day of Georgia in Sachkhere Municipality - May 26 - Various events were celebrated. The representatives of local self-government paid tribute to the Colonel Besik Kutateladze Sachkhere Mountain Training School and memorials for the territorial integrity of Georgia located on Merab Kostava Street. The concert was held with the participation of local creative groups in Merab Kostava Square. The Mayor of the city Benjamin Palavandishvili congratulated the society on Independence Day and 80th jubilee of Merab Kostava, one of the leaders of the national-liberation movement. The exhibition was organized by Soso Tsereteli Art School, Sachkhere Artistic School, at the Sachkhere Cinema House.