დაიწყო ლიჩი-ღოდორას გზის მშენებლობა!

სოფელი ლიჩიდან სოფელ ღოდორას მოსაცდელებამდე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო. ამდროისთვის მიმდინარეობს გზის მშენებლობის საწყისი სამუშაოები. მუშავდება გრუნტის საფარი. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მოინახულა. აღნიშნული გზის მშენებლობას აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბეტკო", სახელშეკრულებო თანხით 397,000 ლარი.

Construction of the reinforced concrete pavement from village Lichi to village Godora. Construction works for the road construction are going on. The ground cover is processed. Benjamin Palavandishvili, the Mayor of the Municipality visited the ongoing works together with other officials. The construction of the mentioned road is carried out by the company "Betko" LLC, with a contractual amount of 397,000 GEL.