ლიჩი-ნადაბურების საავტომობილო გზის პროექტირებაზე ტენდერი დასრულდა

საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში სოფელი ლიჩიდან სოფელ ნადაბურებამდე 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი აღნიშნული გზის პროექტირებაზე გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული შ.პ.ს „საქგზამეცნიერება“-ა, რომელიც 17 კილომეტრიანი გზისა და მასზე სახიდე გადასასვლელების, ასევე მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის საპრექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს. მომზადდება ასევე გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია. სახელშეკრულებო თანხა 210 000 00-ია.

The 17 km road road will be rehabilitated from village Lichhi village Nadaburi in Sachkhere and Kharagauli municipalities. The Municipal Development Fund of Georgia has announced the tender for designing this road. The electronic tender has been completed and the winner is LTD "SakgzamSiService", which will prepare a cost-estimate documentation of the 17-kilometer road and bridges, as well as the new bridge over the river Dzirula. Environmental documentation will also be prepared. Contractual amount is 210 000 00.