თეატრალური საჩხერე

"თე-არტი"-ს მორიგი სპექტაკლი გაიმართა საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. პატარა მსახიობებმა აუდიტორიას ვაჟა-ფშაველას მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ტყის კომედია" შესთავაზეს. სპექტაკლს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და მისი მოადგილე ოთარ ომიაძე ესწრებოდნენ.