ქორეთისწყალმომარაგება რეზერვუარისმშენებლობა

ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაიწყო წყლის რეზერვუარის მშენებლობა. პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს "ინდივიდ - პარტნიორი" სახელშეკრულებო ღირებულებით 1,272,922 ლარად ასრულებს (აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია 2 ეტაპზე). პირველი ეტაპისთვის უნდა შესრულდეს 800,000 ლარის ღირებულების სამუშაოები. ეს უკანასკნელი კი 3 რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალსადენის მოწყობას გულისხმობს.