#ჩვენი-თეატრის-წარმატება! #თეატრალური-იმერეთი-2019

თეატრალური ფესტივალი „იმერეთი 2019“ დასრულდა. საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრმა „პაოლო“-მ ფესტივალზე ცნობილი იაპონელი მწერლის, რიუნესკო აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა“ წარადგინა. საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის რეჟსორი გიორგი მეტონიძე და მუსიკალური რეჟისორი ლიკა დარბაიძე დაჯილდოვდნენ. 2019 წლის მთავარი ჯილდოს მფლობელი, კი კარლო საკანდელიძის სახელობის ვანის სახალხო თეატრი, სპექტაკლით „ემიგრანტები“ გახდა; ისინი დასახელდნენ ასევე ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“. იმერეთის თეატრალური ფესტივალი უკვე მეათედ, თეატრალური საზოგადოების, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება.