სოფელ ცხამში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა დაიწყო!!!

სოფელ ცხამის სასმელი წყლის სისტემების სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. ამ დროისთვის რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს.  პროექტი ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელების მოწყობას, სათავე ნაგებობაზე კაპტაჟის, საქროლატოროს, სანიტარული ზონისა და შემკრები რეზერვუარის, ასევე სამარაგო რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მოწყობას ითვალისწინებს.

სოფელი ცხამის წყალმომარაგების პროექტს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ელე“ ასრულებს. სახელშეკრულებო ღირებულება 500, 088 ლარია. დაფინანსების წყარო მაღალი მთის განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტია.

აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება და შედეგად სასმელ წყალს 240 ოჯახი მიიღებს.  სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივები დასაქმდებიან.