სოფელ სპეთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

#წყალიყველასოფელს

საჩხერის მუნციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ამ ეტაპზე სოფელ სპეთში წყალსადენის შიდა ქსელისა და რეზერვუარის  მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შიდა ქსელის მოწყობა მიმდინარეობს ასევე სოფელ პერევში. ეწყობა შემკრები ე.წ. კაპტაჟები“. პროექტი ფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და პერევის, ჯრიის, დარყის, ჭალის, ღონის, ჭურნალისა და სპეთის მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.