სოფელ კორბოულში საავტომობილო გზა მოეწყობა

#გზაყველასოფელს #ინფრასტრუქტურა2019

სოფელ კორბოულში, ძლევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გორაძირის მიმართულებით საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია. პროექტის დაფინანსების წყარო მუნიციპალური განვითარების ფონდია. პროექტი გარდამავალია-პირველი ეტაპი სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც უკვე დაწყებულია და ასევე მიმდინარეობს გზის საფუძველის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარისათვის. მეორე ეტაპი მოიცავს აღნიშნულ გზაზე რიკინა-ბეტონის საფარის დაგებას. სამუშაო პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა პეტრე ჭიხორიამ და ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კომისიის თავმჯდომარემ იაგო ბერიძემ მოინახულეს.