სოფელ ქორეთში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო

#გზაყველასოფელს #ინფრასტრუქტურა2019

სოფელ ქორეთში ეზიაშვილები-გოგიტაძეებისა და გოგატიშვილების შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოები შ.პ.ს. ,,ჯთბ გოლდენ ეიჯ“-მა შეასრულა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა პეტრე ჭიხორიამ და ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კომისიის თავმჯდომარემ იაგო ბერიძემ შესრულებული სამუშაოები მოინახულეს.