სოფელ მოხვაში გზის მშნებლობა მიმდინარეობს

სოფელ მოხვაში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სოფელ მოხვაში მისასვლელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია 1,53 კმ-ზე უტარდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „კავკასენერგი“ სახელშეკრულებო თანხით 360,672 ლარად ასრულებს. აღნიშნული მონაკვეთი აქამდე დაზიანებულ გრუნტის გზას წარმოადგენდა, რომელიც სოფლის მოსახლეობას გადაადგილებას უძნელებდა. აღნიშნული გზით ისარგებლებს 200 ადგილობრივი ოჯახი, გაადვილდება სატრანსპორტო მომსახურება, მოხდება მჭიდროდ დასახლებული უბნების დაკავშირება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრთან ასევე რაიონულ ცენტრთან; სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.