ჯალაურთის საბავშვო ბაღმა იაპონიის საელჩოს უმასპინძლა

ჯალაურთის საბავშვო ბაღმა იაპონიის საელჩოს პირველ მდივანს შინჯი სოიამას და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრები საჩხერის მუნიციპლიტეტის პირველ პირებთან ერთად საბავშვო ბაღის გამოსაშვებ კონცერტს დაესწრნენ, სინჯი სოიამამ ორიგამის ფიგურებით - რომელიც ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების ან საგნების კეთების ტრადიციული, იაპონური ხელოვნებაა - პატარებს მასტერკლასი ჩაუტარა. საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა მარიამ გოგობერიშვილმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, თავის მხრივ საელჩოს პირველმა მდივანმა სამომავლო ურთიერთობების და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. ჯალაურთის საბავშვო ბაღის მშენებლობა იაპონიის საელჩომ, ხოლო აღჭურვა ჩეხეთის მთავრობამ უზრუნველყო, ბაღმა ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო, მომავალი სასწავლო წლისთვის აქ მოძვისა და ჯალაურთის მაცხოვრებელი 45 აღსაზრდელი ისწავლის.