იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებულის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში დაიწყო

#სპორტულიიმერეთი #სპორტულისაჩხერე

მიმდინარე წლის 20 ივლისს საჩხერის მუნიციპალიტეტმა მინი ფეხბურთში იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებულის თასი 2019-ის საზეიმო გახსნას უმასპინძლა. ტურნირი წელს დაარსდა და მასში იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები ღებულობენ მონაწილეობას. საზეიმო გახსნის ცერემონიას იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოძე, იმერეთის მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პირველი მატჩი, ,,ჩიხურას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, საჩხერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების გუნდებს შორის გაიმართა და ფრედ 1:1 დამთავრდა. გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებულები. დაჯილდოვდნენ პირველი გოლის გამტანი გიორგი ჯინჯიხაძე-ტყიბულის მუნიციპალიტეტი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი -ვაკო ფარქოსაძე-საჩხერის მუნიციპალიტეტი და ტურნირის სიმპატია ტარიელ ხვედელიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტი. პრიზები დააწესა საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა და საფეხბურთო კლუბ ,,ჩიხურამ”. ტურნირის ჩატარება ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველ წლიურად გაიმართება.