ჩვენვმუშაობთხალხისთვის სოციალურიდახმარებამასვისაცსჭირდება

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის სოციალურ დახმარებას კვლავ აგრძელებს. ოქმი N 51-ს მიხედვით მერია დაეხმარა 28 მოქალაქეს და მათთვის გამოჰყო 20 099 ლარი. თანხები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა: ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლიდან 22 ბენეფიციარზე გაიცა 9999 ლარი; განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით გაიცა 5100 ლარი, დაკმაყოფილდა 4 მოქალაქე; ხანძრის შედეგად დაზარალებულ ერთ მოქალაქეს გადაეცა 5000 ლარი. უფასო სასადილოს მომსახურებას მიიღებს კიდევ ერთი ბენეფიციარი.