ინფრასტრუქტურული-პროექტების-მონიტორინგი-2019

საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან ივანაშვილთან ერთად სოფლებს ჯალაურთას, მოძვს და საირხეს ეწვია და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში შემდეგი პროექტები დაათვალიერა: სოფელ ჯალაურთაში „ბეგიაურის“ საავტომობილო, ბუღაძეების საუბნო და ცარციძეების საუბნო გზები; სოფელ მოძვში ტყემალაძეების საუბნო გზა, მგზავრთა მოსაცდელი და სპორტული მოედნის შემოღობვა; სოფელ საირხეში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მესხების უბანში ახლადგაკეთებული გზა.