30 სკოლის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია!

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები საჩხერეში იმყოფებოდნენ. მათ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან კობა ქიმაძესთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთად სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშოები მუნიციპალიტეტის 30 სკოლაში მიმდინარეობს. სამინისტროს წარმომადგენლებმა პერევის გზაზე მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს.