ჩვენ ხალხისთვის ვმუშაობთ!

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის სოციალურ დახმარებას კვლავ აგრძელებს.  ოქმი N 53-ს მიხედვით მერია დაეხმარა 45 მოქალაქეს, სულ - 15 666 ლარით. თანხები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:

ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლიდან 33 ბენეფიციარზე გაიცა 12,666 ლარი;

განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით გაიცა 2500 ლარი, დაკმაყოფილდა 4 მოქალაქე;

მე-6 და მეტი შვილის შემთხვევაში დახმარება მიიღო ერთმა ბენეფიციარმა 500 ლარით;

უფასო სადილს მიიღებს კიდევ ერთი მოქალაქე;

ერთ მოქალაქეს გაუგრძელდა (საცხოვრებლის ანაზღაურებაზე) ხელშეკრულება.