ჩვენ ვმუშაობთ ხალხისთვის!

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩანაცვლებითი თერაპიის ქუთაისის N6 განყოფილების საჩხერის კაბინეტი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე. აღნიშნული ცენტრის არსებობა საჩხერისა და არამარტო საჩხერის მაცხოვრებლებს გაუადვილებს ნაგულისხმევი სერვისებით სარგებლობას, რომლისთვისაც მოქალაქეებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჩასვლა უხდებოდათ. კაბინეტს პირველ ეტაპზე ექიმი-ნარკოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მოემსახურება.