საჩხერეში ფაროსანას ებრძვიან

საჩხერის მუნიციპალიტეტში გრძელდება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. თერმული ნისლით შეიწამლა არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ბახიოთი, შალაური, არგვეთი, მახათაური, იტავაზა, დურევი, სავანე, იცქისი, ცხამი, ეთო-ეხვევი. მუშაობდა 5 სპეციალური მანქანა. ღონისძიებებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი ესწრებოდა. შეწამვლითი ღონისძიებები საჩხერის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს. თერმული ნისლით სოფლების დამუშვება ივლისის თვეში დაიწყო. მიმდინარე კვირის განმავლობაში შეწამვლითი სამუშაოები განხორციელდება სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. შეწამვლითი ღონისძიებები უკვე განხორციელდა ჩიხის, ჭალის, მერჯევის, გორისის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ღონისძიებების დაწყებამდე ხდება მოსახლეობის გაფრთხილება. მეორე ეტაპის სამუშაოები შემოდგომით დაიწყება და ის გულისხმობს: „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განახლებას, სიმინდის მასივების შეწამვლას, თერმული ნისლით სოფლების დამუშავებას. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, ფაროსანას გავრცელების არეალი იმერეთში არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში რჩება.