თანაბარი შესაძლებლობები!

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში საჭიროებებზე დაფუძნებული შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.  აღნიშნულ ფორმატში მომხსენებლებმა განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანი გიგა სოფრომაძემ ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, მხარდამჭერ სერვისებსა და უნივერსალური დიზაინის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტინიორ ორგანიზაციებთან - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს. შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საჩხერის შშმ პირთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.