ხელისუფლება უსმენს ხალხს

#ერთადდავგეგმოთმომავალი
#ხელისუფლებაუსმენსხალხს
საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიადი შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების სხვიტორის, დუნთის, ბაჯითისა და სარეკის მოსახლეობას შეხვდნენ.
,,ჩვენ მოვედით, რომ მოვისმინოთ თქვენთვის არსებული პრობლემების შესახებ და ერთად მოვძებნოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები“; 
,,ერთად დავგეგმოთ 2020 წლის ბიუჯეტი“- ეს ის გზავნილებია რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა. 
▶️მოსახლეობამ სტუმრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არის საჭირო. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც ქვეყანაში, ისე საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე.