16 აგვისტოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, 11 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში (საჩხერე, თავისუფლების ქ. N4) გაიმართება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანებით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი სხდომა.


დღის წესრიგი:
1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ქალაქის საზოგადოებრივ ცენტრებთან მისასვლელი ადაპტირებული ტროტუარების მოწყობა. მომხსენებელი - ოთარ ომიაძე;
2. "თანაბარი შესაძლებლობები შშმ პირთათვის" - პროექტისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ურთიერთობისთვის მედიატორი პირის შერჩევა, მათი უფლებების დაცვისა და მხარდაჭერისათვის. მომხსენებელი - ოთარ ომიაძე;